вторник, 11 сентября 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია


 ტრენინგის მეცხრე დღეს  გავიმეორეთ გავლილი მასალა. წარმოვადგინეთ საკუთარი პროექტის  გეგმის პრეზენტაციები,  მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. საკუთარი პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივზე და გავაზიარეთ ბლოგზე. როგორც ყოველთვის ტრენინგი იყო საინტრესო.
  დიდი მადლობა  ტრენერს,  არაჩვეულებრივ ადამიანს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის.


суббота, 8 сентября 2018 г.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღეს გავეცანით მე 7 მოდულს -ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე. პროექტისათვის დავამზადეთ ბუკლეტები. სრულყოფილი გავხადეთ პროექტის გეგმა.   ვიმუშავეთ ბლოგში.   ავტვირთეთ ფოტოები, დავდეთ ლინკები. 

пятница, 7 сентября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ წყვილებში. დავათვალიერე და კომენტარი დავტოვეთ მეწყვილის მიერ შექმნილ პრეზენტაციაზე. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და გავითვალისწინეთ მოსწავლეთა საჭიროებები. გავნიხილეთ რა განმავითარებელ შეფასების ფორმას  გამოვიყენებ მოსწავლეთა თვითრეგულირებული უნარის განვითარებისათვის და შევინახეთ რამდენიმე ნიმუში.

среда, 5 сентября 2018 г.

მეექვსე დღის რეფლექსია






ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენაზე. შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია რომელიც გავაზიარეთ ბლოგზე
 ტრენინგი იყო ძალიან შრომატევადი და საინტერესო.

понедельник, 3 сентября 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და გავაკეთეთ კომენტარები, გავეცანით საავტორო უფლებებს და ვისწავლეთ რა რაოდეობით გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალა.  გავნვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმატი. მივიღეთ დავალება.

среда, 29 августа 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასებების სხვადასხვა აქტივობები და ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. გავიხსენეთ როგორ მოვამზადოთ სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ტრენინგის დასასრულს მივიღეთ დავალება. 

понедельник, 27 августа 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

 ტრენინგის მესამე დღეს შევარჩიეთ და შევუსაბამეთ პროექტის თემას სტანდარტები და ინდიკატორები და ინდიკატორებიდან გამომდინარე მიზნები და მისაღწევი შედეგები. გავეცანით და ვისწავლეთ როგორ დავწეროთ მიმართულიბის მიმცემი საკვანძო კითხვები:

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         რა გავლენას ახდენს წარსული მომავალზე?

თემატური კითხვები
·         რა ადგილი უკავია ძველ ეგვიპტეს თანამედროვე ეპოქაში?
·         რით გავს დღევანდელი ჩვენი ცხოვრება ძველი ეგვიპტის  ცხოვრებას?

შინაარსობრივი კითხვები
·         რატომ იყო მდინარე ნილოსი ასე მნიშვნელოვანი ძველი ეგვიპტური ცივილიზაციისათვის?
·         რა კულტურული წვლილი შეიტანეს მსოფლიო ცივილიზაციაში ძველმა ეგვიპტელებმა?


пятница, 24 августа 2018 г.

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე დაიწყო საშინაო დავალებით, მოვისმინეთ თემების სახელწოდებები, რომლებიც მონაწილეებმა შეარჩიეს პროექტისათვის და  აზრი გავუზიარეთ ერთმანეთს. ვისაუბრეთ როგორ შევქმნათ ბუკლეტები და ვნახეთ ბუკლეტის ნიმუშები. ვიმუშავეთ word -ში და და პრაქტიკულად შევქმენით ნიმუშები. მივიღეთ  დავალება გადავხედოთ ესგ  სტანდარტებს.

среда, 22 августа 2018 г.

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველ დღეს  გავიცანი ტრენერი და ტრენინგის მონაწილეები. მოვახდინე ვიუერის სახელმძღვანელოს გაცნობა.  ვიმუშავე სახელმძრვანელოში, ასევე გავეცანი მოდულებს და შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე. შევქმენი საჭირო რესურსები, რომელც შევინახე პორტფოლიოს საქაღალდეში. ტრენერის მითითებით ვნახე სასწავლო პროექტის გეგმის ნიმუშები. შევქმენი ახალი ბლოგი. მივიღე დავალება: მეორე დღისთვის მოვიფიქრო და შევარჩიო საპროექტო თემა. ტრენინგის დასასრულს დავწერე რეფლექსია.